პარლამენტის თავმჯდომარე ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ შეფასებას აკეთებს და მათ პროტესტს "ისტერიას" უწოდებს.
პარლამენტში პლენარული სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანი გამოდიოდა ქალმა დეპუტატებმა - თინა ბოკუჩავამ, თამუნა კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და სალომე სამადაშვილმა - ბანერი გაშალეს წარწერით: "Русский военный корабль иди на х*й". ამის შემდეგ სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.
"ეს სამარცხვინო ინციდენტია და ძალიან ვწუხვარ, რომ ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რომელიც შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა. ესაა დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რომელიც მათ აქვთ მოსხმული, არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა. და განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ ეს ქალი დეპუტატები არიან, რომლებიც განსაკუთრებით შეურაცხყოფენ პარლამენტის მანდატს და ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში... მე ვწუხვარ, რომ კოლეგა კაცი დეპუტატები ვინც არიან, სწორედ ამ ქალებს ამოფარებულები, იმდენი სითამამეც არ აქვთ, რომ თვითონ მაინც გააკეთონ, ან გვერდში დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან, უთხრან და მიიღო ამ ყველაფერმა სამარცხვინო ხასიათი", - განაცხადა პაპუაშვილმა სხდომის აღდგენის შემდეგ.